მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ბექა ქავთარაძემ იასპარეზა, რომელიც -68 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი დოინ კვონი იყო.
სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. დღეს გვადალახარას ტატამზე საბრძოლველად ბათუმელი ზურა კინწურაშვილი გავა, რომელიც ნაკრების ლიდერია.
კინწურაშვილის მიერ ბოლო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ნაკრების მწვრთნელები მისგან მედალს ელოდებიან.