აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2016 წელს, აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 94%-იანი ზრდა ფიქსირდება. დეპარტამენტის ინფორმაციით ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადათ რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მაშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება.