პირი, რომელმაც საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანის მიზნით 6 მოქალაქეს მოტყუებით თანხები ჩაარიცხვინა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

16 ნოემბერი 2022, 14:47 726 ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც გახსნილი ჰქონდა ავტო იმპორტის კომპანია, თითქოსდა საზღვარგარეთ აუქციონებზე ავტომანქანების შეძენის და ჩამოყვანის მიზნით 6 მოქალაქეს მოტყუებით პირად ანგარიშზე თანხები ჩაარიცხინა, რეალურად კი ავტომანქანების ყიდვა და ჩამოყვანა არ განახორციელა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა დაზარალებულების კუთვნილი 106 788 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) (თაღლითობა ჩადელი დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი