პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტის გასანეიტრალებლად გაუშვეს - "Associated Press"

16 ნოემბერი 2022, 12:38 877 ნახვა

პირველადი ინფორმაციით, რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახლოებული რუსული რაკეტის გასანეიტრალებლად გაუშვეს. 

სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით "AP" აღნიშნავს, რომ უკრაინელები ცდილობდნენ თავი რუსული თავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების რუსეთიდან გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი