ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივი განცხადება

16 ნოემბერი 2022, 10:19 365 ნახვა

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მყოფმა ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი მომდევნო ნაბიჯების განსასაზღვრად  მჭიდრო კონტაქტზე დარჩენის   მზადყოფნას გამოთქვამენ. 

ლიდერებმა დაგმეს  სამშაბათს რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე  განხორციელებული სარაკეტო დარტყმები და მას ბარბაროსული უწოდეს. „ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე.

ასევე ჩვენი მზადყოფნაა, ვაგებინოთ რუსეთს პასუხი უკრაინულ საზოგადოებაზე მისი თავხედური თავდასხმებისთვის მაშინაც, როდესაც „დიდი ოცეული“ შეკრებილია ომის უფრო ფართო შედეგებთან გასამკლავებლად.

ჩვენ ყველა ვუსამძიმრებთ პოლონეთსა და უკრაინაში მსხვერპლთა ოჯახებს“ – ნათქვამია კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იაპონიის ლიდერების განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი