ჩაქვში აღმაშენებლის 8 ნომერში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ოჯახს კერძო იპოთეკარის ვალი აქვს, რომელთანაც დავა აქვთ 2016 წლიდან და რომელმაც ოჯახის ინფორმაციით, სახლი 17 ათას დოლარად შეიძინა.
იპოთეკარი ამბობს, რომ თურმანიძეებს მარტის თვემდე აძლევს ვადას, კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად, ან სანაცვლოდ ბინის დაცლას სთხოვს.
ადგილზე უფლებადამცველებიც იმყოფებოდნენ.