ქედაში „შემოდგომა ქედაში“ და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

15 ნოემბერი 2022, 11:18 729 ნახვა

„შემოდგომა ქედაში“ და „ღვინის ფესტივალი“  ერთდროულად გაიმართება დღეს ქედაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ადგილობრივ პროდუქციას, ასევე ეთნოგრაფიულ და რეწვის ნიმუშებს გამოფენენ.  დაგეგმილია საპატიო ქედელების დაჯილდოვება და კონცერტი.

ჭადრაკში, ნარდსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება სპორტული აქტივობები. სივრცე გამოიყოფა ქედელი მეღვინეებისთვის. ჩატარდება რეწვის და სხვადასხვა მასტერკლასი.

დაგეგმილია საბავშვო გასართობი  ღონისძიებებიც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი