ნიდერლანდებმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

14 ნოემბერი 2022, 14:53 669 ნახვა

საქართველო და ნიდერლანდების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ, რაზეც მხარეები რამდენიმე წელია აწარმოებენ მოლპარაკებას. პროცესის წარმატებით დასრულებას, როგორც მხარეები აცხადებენ,  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიდი გავლენა მოახდინა პოზიტიურ პროცესებზე, დააჩქარა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა ინდუსტრიაში და საჯარო სექტორში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში