ოთარ შამუგიამ და ორგანიზაცია (FAO)-ს წარმომადგენელმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

14 ნოემბერი 2022, 11:19 362 ნახვა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც შვედეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებებისთვის 3.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

შეთანხმება გააფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „ფაოს“ წარმომადგენელმა საქართველოში.

ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი