ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის მაშინდელი უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.
ამასთან, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.