ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ კუთხეს თავად იაპონელები განაახლებენ. ბაღს ლანდშაფტების სპეციალისტი ტაკოჰირო ნამადა აღადგენს.
იაპონელმა სპეციალისტმა დღეს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს ბაღის მოწყობის სპეციფიკა და იაპონური ჩაის მომზადების ტექნოლოგია გააცნო. იაპონური ბაღის გაშენება მწვანე კონცხზე 1912 წელს დაიწყო.
ბაღი ტოშიბას ფონდის დაფინანსებით განახლდება.