ბიოწარმოების დაინტერესებული ფერმერებისათვის სპეციალური პროგრამა ხორციელდება - პროგრამა მევენახეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით განსაკუთრებულ პირობებს ითვალისწინებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს.
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის, კერძოდ, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და ბიოპრეპარატების შეძენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.