აშშ-ს საჰაერო ძალების Wings Over Dallas-ის სამახსოვრო შოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, შეჯახება ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 წუთზე მოხდა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პილოტთა ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს American Airlines-ის პილოტებს, თქვა, რომ ტერი ბარკერი და ლენ რუტი - მისი ორი ყოფილი წევრი - იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც შეჯახებისას დაიღუპნენ.