სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ჩემპიონია

12 ნოემბერი 2022, 23:36 725 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
ფინალში სანდრო იტალიელ ლუიჯი სამელეს დაუპირისპირდა და 15-13 დაამარცხა. 

ჩემპიონობამდე სანდრომ 2 ეგვიპტელი, 2 იტალიელ და თითო ფრანგ და სამხრეთ კორეელ მეტოქეებს მოუგო.

ამ წარმატების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში ბაზაძე დაწინაურდა და მსოფლიოს პირველი მოფარიკავე გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში