''დინამო'' ბათუმი წყალტუბოს ''სამგურალთან'' დამარცხდა

12 ნოემბერი 2022, 21:15 1106 ნახვა

''დინამო'' ბათუმმა  პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ''სამგურალი'' მიიღო 1-2 დამარცხდა.

29-ე წუთზე ჟერალდომ  პატარკაციშვილს გაატანინა და ''სამგურალი'' წინ გავიდა.

48-ე წუთზე ჟერალდომ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად გოლი ნიქაბაძის ანგარიშზეა. მიუხედავად იმისა რომ ბათუმელები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

84-ე წუთზე ზარიამ ერთი გოლი გაქვითა. დარჩენილ დროში ''დინამოს'' კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მეკარემ  წყალტუბოელები გადაარჩინა.

''სამგურალის'' მეკარე ლევან შოვნაძემ ამ შეხვედრაში 9 ბურთი მოიგერია.

ამ დროისთვის ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეში 76 ქულით ისევ ''დინამო'' თბილისია. 73 ქულა აქვს ''დინამო'' ბათუმს და მეორე პოზიციას იკავებს.

ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური არის დარჩენილი.

ბათუმელები 26 ნოემბერს გასვლაზე ''გაგრას'' დაუპირისპირდება.
ბოლო ტურში კი 3 დეკემბერს საკუთარ მოედანზე ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი