საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრები 85-88 დაამარცხა.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.
ამ შემთხვევაში საუკეთესო იყო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ტრამვის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა. შენგელიამ 27 ქულა 11 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.
გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 10 ქულა და 11 მოხსნა იყო.
L ჯგუფში 6 მოგებით ესპანეთი გალიდერდა, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოს და ისლანდიას – 4-4, ხოლო უკრაინას – 2. ჯგუფში მოგების გარეშე არის ნიდერლანდები.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის საუკეთესო 3 ნაკრები მოიპოვებს.
მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს 14 ნოემბერს შინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.