ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა - ვალერი ზალუჟნი

10 ნოემბერი 2022, 17:21 509 ნახვა

ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.

მისივე განმარტებით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომბრიდან უკრაინის ჯარების წინსვლა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 365 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1 381 კვ.კმ-ს აღწევს და აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე.

როგორც მთავარსარდალმა განაცხადა, ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ ვერც დადასტურებს და ვერც უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი