საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა

10 ნოემბერი 2022, 13:17 650 ნახვა

საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში