''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს. პარტია გიორგი ცერვაძის მხარდასაჭერად გარკვეულ ღონისძიებებს იწყებს. პარტია მიმართავს უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში მზად არიან დაეხმარონ ვიცე-პოლკოვნიკს სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთო კახიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლა და საკუთარი ჯარისკაცის, წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია.