ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207, "დემოკრატებმა“ 184 მანდატი მოიპოვეს

10 ნოემბერი 2022, 10:12 408 ნახვა

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

"CNN"-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 184 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ჯერჯერობით თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.

ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი, 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი