ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუანში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგის 380-ე ჩოგანი, მასპინძელი ანტუან ჰოანგი 3-სეტში 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა.
მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 16-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ წააგო.
მომდევნო შეხვედრას ბასილაშვილი ხვალ, კიდევ ერთი ფრანგი ჩოგბურთელის მატიას ბურჟეს წინააღმდეგ გამართავს.