საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა

09 ნოემბერი 2022, 21:19 843 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 6:4 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან 4 გოლი ბრუნო პეტრის ანგარიშზეა, ხოლო 2 ბურთი კი თალესმა გაიტანა.

ამ დროსითვის საქართველოს ნაკრებს სამივე მატჩი მოგებული აქვს. 
მეინ-რაუნდის ბოლო დაპირისირებაში   საქართველო  ბელგიას ესტუმრება. ეს შეხვედრა 2023 წლის 7 მარტს  გაიმართება.  თუ საქართველო ბელგიასთან ერთზე მეტი ბურთის სხვაობით არ დამარცხდება  ელიტ-რაუნდში პირველი ადგილით გავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი