მარია ზახაროვა აცხადებს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

09 ნოემბერი 2022, 20:59 911 ნახვა

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.

„ჩვენ კვლავინდებურად ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მათ გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტისთვის იქმნება“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში