რუსები ხერსონს ტოვებენ

09 ნოემბერი 2022, 20:26 724 ნახვა

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის მინისტრზე სერგეი შოიგუზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელზე უკრაინაში სერგეი სუროვიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შეფასების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა."  განაცხადა სუროვიკინმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში