აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. როიტერის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 169 , „დემოკრატებმა“ კი - 109 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 43.
შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.