ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო პრომოუშენმა UFC რეიტინგი გაანახლა. ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კი სუპერმსუბუქ დივიზიონში მეორე ადგილზე დამკვიდრა.
რეიტინგის განახლებამდე დვალიშვილი მეორე ადგილს პიოტრ იანთან ერთად ინაწილებდა.განახლებულ რეიტინგში კი რუსი მებრძოლი ერთი საფეხურით დაქვეითდა.
UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ისევ ამერიკელი ალჯამეინ სტერლინგია, რეიტინგში პირველ ადგილს კი შონ ო’მელი იკავებს.
შეგახსენებთ რომ მერაბმა ბოლო ბრძოლაში ბრაზილიერი ჟოზე ალდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.