საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს მონაწილეები გააცნობენ ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს. გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 5 000-მდე კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება.
გამოფენა სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს.
გამოფენას 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.