აირაის ახალი კვლევა

07 ნოემბერი 2022, 20:01 669 ნახვა

აირაის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით კითხვაზე - ამ კვირას საპარლამენტო არჩევნები  რომ  ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდნენ მხარს?-ქართულ ოცნებას 25% მისცემდა ხმას, ნაციონალურ მოძრაობას კი - 12%. პარტიას საქართველოსთვის - 3%.  შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არც ერთ შემთხვევაში, პასუხები ასეთია: ნაციონალური მოძრაობა - 33%. ქართული ოცნება - 30%, პატრიოტთა ალიანსი - 18%. სულ ჩამონათვალში 14 პარტიაა მოცემული.

 

ამავე კვლევის მიხედვით მოწონების რეიტინგში პირველ ადგილს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს - 88%-ით. პატრიარქის შემდეგ გამოკითხულთა 51%-სთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა 44%-ით.  მოწონების რეიტინგში ანა დოლიძეს აქვს - 40%, სალომე ზურაბიშვილს კი 38%. რეიტინგის ჩამონათვალში 23 ადამიანია.

 

ინსტიტუციების ნაწილში პირველ ადგილზე ყველაზე მაღალი რეიტინგით ქართული ჯარია, მეორე ადგილზე საპატრიარქო, ხოლო მესამე ადგილს პოლიცია იკავებს.

 

უახლესი საზოგადოებრივი აზრი აჩვენებს, რომ საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულები უკმაყოფილებას გამოხატავენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას აცხადებენ. გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი