ნარჩენებით დაბინძურებული ტურისტული ობიექტები, საქართველოსთვის უცხო არ არის. ამის მიზეზი ხშირად, მოქალაქეების დაუდევრობა ხდება, ზოგჯერ კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა. ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე, ჩვენი გადამღები ჯგუფები დაინტერესდნენ, თუ რამდენად მზადაა ვიზიტორების მისაღებად ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტები. ჩვენი პირველი რეპორტაჟი ქედაში არსებულ ვითარებას ასახავს, სადაც სანახაობასთან ერთად, პრობლემებიც მრავლადაა.