გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმა 30 დასახლებულ პუნქტზე ხორციელდებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს შემდეგ, ოკუპანტთა სამიზნე გახდა დონეცკისა და სუმის დასახლებული რაიონები. არიან დაღუპულები და დაშავებულები. პარალელურად, რუსული ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ცდილობენ წინ წაწევას, თუმცა უკრაინელები მოწინააღმდეგის იერიშებს ყველა მიმართულებით იგერიებენ.