ახალქალაქში დღეს მცირე ზომის კასკადური ჰესი გაიხსნა

06 ნოემბერი 2022, 11:26 729 ნახვა

„ახალქალაქი ჰესების კასკადი“ - ოფიციალურად გაიხსნა.  ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს.

ჰესების კასკადში 26 მლნ  დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი  იყო დასაქმებული.

ჰესი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა, ამასთან  კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში