საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა გასვლაზე ''თელავი'' 0:2 დაამარცხა.
პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საგოლე ეპოზოდების გარეშე დასრულდა.
70-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ბურთი საჯარიმოში მყოფ პაატა ღუდუშაურს მიაწოდა, რომელიც შემოტრიალდა, დაბალი და ზუსტი დარტყმით თელაველების კარი აიღო და მატჩში ანგარიში გახსნა.
5 წუთში ტეიდიმ გადაცემა ჯოვინოს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი შორიეული ძლიერი დარტყმით ბურთი ''თელავის'' კარის ბადეში გაახვია და საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.
ამ დროისთვის ბათუმელები სატურნირო ცხრილში 73 ქულით პირველ ადგილზე გადავიდნენ, თუმცა 72 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი ''დინამო'' თბილისი თავის შეხვედრას ხვალ გასვლაზე ''ლოკომოტივის'' წინააღმდეგ გამართავს.
გია გეგუჩაძის გუნდი კი მომდევნო ტურში შინ წყალტუბოს ''სამგურალს'' 12 ნოემბერს უმასპინძლებს.