ბათუმის სარაგბო კლუბი “დიდი 10"-ის მე-7 ტურის შეხვედრაში სტუმრად “ლელოს” დაუპირისპირდა და 13:8 დამარცხდა.
ირაკლი ნინიძის გუნდიდან ერთადერთი ლელო ვანო ფუტკარაძემ დადო, ხოლო ერთი ჯარიმა დურმიშხან ჯაბნიძის ანგარიშზეა.
ამ დროისთვის ბათუმის სარაგბო კლუბი “დიდი 10”-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 19 ნოემბერს შინ რუსთავის “ხარების” წინააღმდეგ გამართავენ.