სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით სხვა პირის სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
პოლიციამ ორივე კაცი ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.