უკანონო დაკავება ოკუპირებულ აფხაზეთში

05 ნოემბერი 2022, 11:52 421 ნახვა

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა 29 წლის ასმათ თავაძე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასმათ თავაძეს სახლში ქართული სახელმწიფო სიმბოლიკა, მათ შორის საქართველოს დროშა აღმოუჩინეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიის მიერ მომზადებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ სოხუმში, ასმათ თავაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ე.წ.-მა უსაფრთხოების სამსახურმა 10 გრამზე მეტი დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.  

როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, გალში მცხოვრები მოქალაქის უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში