ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ხვალ ბერგამოს "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით ხვიჩას წელის მწვავე ტკივილი აღენიშნება, რის გამოც მისი თამაში "ატალანტასთან" შეხვედრაში გამორიცხულია.
ჯერჯერობით უცნობია კვარაცხელიას კონკრეტულად რა სიმძიმის დაზიანება აქვს. ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ კლუბთან ერთად ვარჯიში ჩაატარა, თუმცა როგორც ჩანს ტრამვა ვარჯიშის შემდეგ გაურთულდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი , 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.