ქედაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

04 ნოემბერი 2022, 19:42 16683 ნახვა
00:00
00:00

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა რომელმაც დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. ნაწილი მათ შორის მცირეწლოვანები მკურნალობას ქედის კლინიკაში გადიან. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი დაეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რა გახდს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი