„დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ფასის ზედა ზღვარი ფიქსირებული იქნება და რეგულარულად გადაიხედება, რაც ბაზრის სტაბილურობას გაზრდის. თავად ფასი ჯერ არ არის დადგენილი და ამ საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტების კი, 5 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.