ტრამვის შემდეგ თორნიკე შენგელია პირველად დღეს ითამაშებს

04 ნოემბერი 2022, 13:48 437 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და იტალიური ვირტუს ბოლონიას წევრი  თორნიკე შენგელია  ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დღეს დაუბრუნდება - ამის შესახებ იტალიური კლუბის მწვრთნელმა  სერჯო სკარიოლომ განაცხადა.

"კარგია, რომ თოკო შენგელია ისევ ჩვენთან ერთადაა. მისი მოედანზე დაბრუნების დრო მოვიდა და რამდენიმე წუთს მივცემთ. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”- განაცხადა სკარიოლიმ.

თორნიკე შენგელია აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ნიდერლანდებთან მატჩში დაშავდა და ევრობასკეტის გამოტოვება მოუწია.

ვირტუს ბოლონიასა და ვილერბანის მატჩი დღეს გვიან ღამით თბილისის დროით 23:55 საათზე არის ჩანიშნული.
თორნიკეს  დაბრუნება კარგი ამბავია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან ქართველ კალათბურთელებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. 

საქართველო 11 ნოემბერს გასვლაზე ისლანდიას ეთამაშება ,ხოლო 14 ნოემბერს კი იტალიას უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში