,,ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ -  დიპლომატიური დოკუმენტაციის გამოფენა 

04 ნოემბერი 2022, 11:19 443 ნახვა

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა ,,ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომლეიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში ხელნაწერი დოკუმენტი, საქართველოს შესახებ ვატიკანის არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტი და ბიბლიოგრაფიული ხასიათის შენიშვნა, რომის პაპების მიმოწერა საქართველოს, სპარსეთის და ევროპის ქვეყნების მეფეებთან, ივანე ნანუაშვილის არქივი: მიმოწერა პრეზიდენტებთან და იმ პერიოდისათვის სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ ამერიკელ პოლიტიკოსებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი