იშხანი, პარხალი, ოშკი - აღდგენილი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ტაძრები ისტორიულ საქართველოში. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული,იუნესკოს ნუსხაში შესული ეკლესია-მონასტრები გადარჩენის მოლოდინშია.თურქული და ქართული მხარის შეთანხმებით რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა მეშვიდე-მეათე საუკუნეებში აგებულ იშხანსა და პარხალს. ძველი იერ-სახის დაბრუნებას ელის ტაოელი ბაგრატიონების მიერ აგებული ოშკის სამონასტრო კომპლექსი.მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში გრძელდება, საუკუნეების განმვალობაში შემონახული ქართული ძეგლები ჩვენი გადამღები ჯგუფის ობიექტივში. ვნახოთ ირინე წუწუნავასა და ანდრო ქაჩიბაიას სიუჟეტი