ძირძველი საქართველოს აღდგენილი ძეგლები

03 ნოემბერი 2022, 17:34 904 ნახვა

იშხანი, პარხალი, ოშკი -აღდგენილი და რესტავრაციის მოლოდინში მყოფი ტაძრები ისტორიულ საქართველოში. თურქეთის ტერიტორაზე არსებული,იუნესკოს ნუსხაში შესული ეკლესია-მონასტრები გადარჩენის მოლოდინშია.თურქული და ქართული მხარის შეთანხმებით რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა მეშვიდე-მეათე საუკუნეებში აგებულ იშხანსა და პარხალს. ძველი იერ-სახის დაბრუნებას ელის ტაოელი ბაგრატიონების მიერ აგებული ოშკის სამონასტრო კომპლექსი. მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში  გრძელდება, საუკუნეების განმავლობაში შემონახული ქართული ძეგლები ჩვენი გადამღები ჯგუფის ობიექტივში. ირინე წუწუნავასა და ანდრო ქაჩიბაიას სიუჟეტს რვა საათზე მთავარ გამოშვებაში იხილავთ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი