ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ''ბათუმის თასი'' 4-7 ნოემბერს გაიმართება

03 ნოემბერი 2022, 16:35 822 ნახვა

4-7 ნოემბერს ბათუმში ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ''ბათუმის თასი '' 2022 გაიმართება. ტურნირი 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩატარდება და მასში მონაწილეობას 10 კლუბი მიიღებს, საიდანაც 5 უცხოური გუნდია.

A ჯგუფი : ''დინამო'' ბათუმი , ''ვიკინგი'' (საქართველო) , ''რიზესპორი'' (თურქეთი) , ''ფოთი'' , ''ბ1 კაუნასი'' (ლიეტუვა).

B ჯგუფი : ''პორტუს ბათუმი '' , ''გლდანი'' , ''ბ1 კაუნასი'' (ლიეტუვა) , ''ბენიამინეკ 03 '' (პოლონეთი) , ''იონოვა'' (ლიეტუვა).

შეხვედრები 4 ნოემბერს დილით დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 7 ნოემბერს 10:30 საათზეა დაგეგმილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში