ანტიკორუფციული მოძრაობის ბრალდებები და ბათუმის მერიის პასუხი

03 ნოემბერი 2022, 15:04 540 ნახვა

ანტკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მოძრაობის წევრების ინფორმაციით, ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო ბანერების განთავსების აუქციონის   წესში  ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელიც მხოლოდ  „ქართული ოცნების“ შემომწირველ  კომპანია შპს „ ალმა“-ზე იქნება მორგებული.  

ლაშა ხოზრევანიძის განცხადებით, საუბარია  20 წლიან აუქციონზე, რომლის ფასიც 20 მილიონი ლარია და ამ პირობების დაკმაყოფილებას სამსონ ფხაკაძის კომპანიის გარდა სხვა კომპანიები  ვერ შეძლებენ. 

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ბათუმის მერია საკრებულოს  წინადადებით უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე მიმართავს. ისინი  თვითმმართველობას მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი ამ  ცვლილებას და არ გადასცეს  სარეკლამო  მონოპოლია მხოლოდ ერთ კომპანიას.

ბათუმის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და განმარტავენ, რომ სარეკლამო აუქციონის გამოცხადებასთან  დაკავშირებით მუშაობენ. ირწმუნებიან, რომ  წინასწარ არ არის განსაზღვრული  წესები და პირობები.

დავით კოპინაძე აცხადებს, რომ მერია ოპტიმალურ  ვარიანტზე შეჯერდება და ყველა სარეკლამო კომპანიას მიეცემა აუქციონში  მონაწილეობის შესაძლებლობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში