რეგიონში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იკლო. შემცირებულია სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობაც. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 1 პაციენტი რჩება. თერაპიულ განყოფილებაში კი ვირუსული ჩივილებით 12 პაციენტი მკურნალობს. მიმართვიანობა შემცირებულია იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშიც.