ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა თანამდებობა დატოვა

02 ნოემბერი 2022, 16:44 678 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა თანამდებობა დატოვა. ნიკა ჩხარტიშვილმა შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციას უკვე წარუდგინა.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნიკა ჩხარტიშვილთან შრომითი ურთიერთობა პირველი ნოემბრიდან შეწყდა.

გიორგი დიასამიძის განცხადებით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა, რეგისტრაცია ხვალინდელი დღის ჩათვლით მიმდინარეობს. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მისთვის უცნობია.

"ამ ეტაპზე შემოტანილია ერთი განაცხადი, მერაბ დიასამიძის. არჩევნები 7 ნოემბერს ჩატარდება. კანდიდატურას აკადემიური საბჭო, ფარული კენჭისყრით შეარჩევს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, იქაც მსგავსი პროცედურა გაიმართება"-განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

კანცლერს უნივერსიტეტი 4 წლის ვადით ირჩევს.

აჭარის მაუწყებელი ნიკა ჩხარტიშვილს დაუკავშირდა, მან მაუწყებელს დაუდასტურა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე დატოვა. სამომავლო გეგმებზე კი კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი