“პეგასუსმა” თბილისი-ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო

02 ნოემბერი 2022, 14:29 857 ნახვა

"პეგასუსის'' ავიახაზებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას იფრენს.

"აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს “თურქეთის ავიახაზები” ასრულებდა.

დღეისათვის, „პეგასუსი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17 სიხშირით ასრულებს.

ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი