ბათუმი-ტრაპიზონი - გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 

02 ნოემბერი 2022, 11:03 785 ნახვა

ბათუმი-ტრაპიზონი - აჭარის ხელოვნების მუზეუმში ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე ბათუმელი ზურაბ კოჩალიძისა და ტრაპიზონელი მხატვრის ექრენ ქუთლუს ნახატები იყო წარმოდგენილი.

ზურაბ კოჩალიძე 1985 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. მათ შორის, მოწყობილი აქვს 15 პერსონალური გამოფენა.

მხატვართა კავშირის საბჭოს წევრი, 2020 წელს დიდოსტატის წოდებით დააჯილდოვეს.  ექრემ ქუთლუ 26 პერსონალური და 250 ჯგუფური გამოფენის ავტორია. 

მხატვრების ფერწერული ნამუშევრის ნახვა დამთვალიერებლებს აჭარის ხელოვნების მუზეუმში  15 ნოემბრამდე შეეძლებათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში