აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის მოგზაურთა ასოციაციის საერთაშორისო ვორქშოპზე

31 ოქტომბერი 2022, 11:42 581 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპში მონაწილეობდა. უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. განიხილეს როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი