რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი - ნედ პრაისი

29 ოქტომბერი 2022, 17:53 523 ნახვა

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, არსებობს თუ არა ვაშინგტონის რაიმე გეგმა სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებით და თუ არსებობს, რით განსხვავდება ეს მშვიდობის დამყარების პუტინის ვერსიისგან და როგორია აშშ-ის მოლოდინი სოჭის მოახლოებული შეხვედრისგან. გუშინ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს, სოჭში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი